ლაბორატორია, რომლის სახელითაც ქუთაისში კორონავირუსის PCR კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამზადება ხდებოდა, ,,იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრია.,,
როგორც სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი ამბობს, რომ მათთან ყალბი საბუთი არ მზადდება .ქალბატონის განმარტებით, კონკრეტულმა პირმა სავარაუდოდ კომპიუტერის საშუალებით გააყალბა საბუთი, გამოიყენა მათი ბლანკი , ყალბი ასლები დაამზადა და სახელი და გვარი სასურველი პაციენტის ჩაწერა. თანამშრომლის თქმით, მათ გაყალბების ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
,,იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრში,, ტესტირება ამ დრომდე გრძელდება.