ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ დედის დღე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მიულოცა და ყვავილები და სასაჩუქრე ნობათები გადაეცა . თამარ ნიქაბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ცხრა წელია მსახურობს და ის სამი შვილის დედაა.
დღესვე საკრებულოს წარმომადგენლებმა დედის დღე კლინიკა ,,ელჯი და კომპანიის,, თანამშრომლებს მიულოცეს და ყვავილები გადასცეს.ასევე სასაჩუქრე ნობათი და ყვავილები გადაეცა ინფექციონისტ ლელა ჭეიშვილს , რომელიც მრავალშვილიანი დედაა.