ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია ხვალ ქუთაისში გაიმართება.
როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, საპროტესტო შეკრება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე,მესხიშვილის თეატრის წინ 1 საათიდან დაიწყება.იგეგმება ცენტრალური მოედნის დაკეტვა.გოლეთიანი იმედოვნებს, რომ ხვალ საზოგადოება უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ ერთიანობას და სოლოდარობის საუკეთესო მაგალითს აჩვენებს.
რიონის ხეობის მოსახლეობა 126 დღეა ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს.ისინი მოითხოვენ,კომპანია "ენკამ" დატოვოს ხეობა.