,,ევროპა ჩვენი სახლია,, ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და იმ ადამიანებს,რომლებიც ლუკაშენკოს ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავა,სოლიდარობას უცხადებს.დაკავებულთა შორის ორი ჟურნალისტია-ეკატერინე ანდრეევა და დარია ჩულცოვა.დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.
''დაპატიმრებულია ასობით ადამიანი.არბევენ აქციებს.ჩვენ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ბელარუს ხალხს,რომლებიც იბრძვიან, რომ მათი ქვეყანა იყოს დემოკრატიული და თავიაუფალი''-ამბობს თორნიკე ბარათაშვილი, ''ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი .
"დღევანდელი აქცია არის სოლიდარობის გამოხატვა ბელარუსელი ხალხის ბრძოლისადმი,რომელიც უკვე 6 თვეა ეწევა უკომპრომისო ბრძოლას დიქტატორ ლუკაშენკოს წინააღმდეგ .ეს არის დიქტატორი,რომელიც ციხეში სვამს არა მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს,არამედ ჟურნალისტებსაც" -ამბობს გია გოქაძე,"ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი .
შეგახსენებთ,ბელარუსში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მეშვიდე თვეა აპროტესტებს.ოფიციალური მონაცემებით,არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა,რასაც არ ეთანხმება საზოგადოების გარკვეული ნაწილი.ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და გაყალბებულად მიიჩნევენ.