დღეიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა. მათ შორის ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში,სადაც ტრანსპორტი ამ დრომდე არ მოძრაობდა. მუშაობა განაახლა როგორც მეტროპოლიტენმა, ისე ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა.ქუთაისში დღეს ხაზზე 60 ახალი,ლურჯი ავტობუსები გავიდა.პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების თანახმად, ამ ეტაპზე, ტრანსპორტი ქალაქში დილის 8 საათიდან საღამოს 20 საათამდე იმუშავებს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს დიდ ქალაქებში, 28 ნოემბრიდან იყო შეწყვეტილი, მისი აღდგენის გადაწყვეტილება კი საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას მიიღო.
ამასთან, ტრანსპორტი არ იმუშავებს შაბათ-კვირას.
ტრანსპორტი კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით იმუშავებს, სავალდებულოა პირბადის ტარება.
ამ დრომდე უცნობია,როდის აღდგება საქალაქთშორისო ტრანსპორტის მუშაობა.