რიონის ხეობაში ისევ დაძაბულობაა.მოსახლეობას დილით ნამახვანჰესის ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი აღებული დახვდა.აქციის მონაწილეები,რომლებმაც 98-ე ღამე გაათენეს ღია ცის ქვეშ,ითხოვენ პასუხს კითხვაზე , სად გაქრა ჯვარი.
,,გუშინ დაგვარბიეს,აიღეს კარავი,ხოლო კომენდანტის საათის დროს ქურდებივით მოვიდნენ და აიღეს ჯვარი.გვაინტერესებს,ვინ გასცა ნებართვა და მერე ვინ შეასრულა.რიონის ხეობა გაყიდეს 99 წლით და უნდათ ამით ვიყოთ ბედნიერი,,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ტერიტორიას,სადაც ნამახვანჰესი უნდა აშენდეს,ისევ პოლიცია იცავს.
დღეს დილით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია ,რომ ჯვარი ბაგრატის ტაძარშია გადატანილი.