უბედური შემთხვევა ქუთაისში . მეტალურგიულ ქარხანაში მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმებული 50 წლამდე მამაკაცი სამშენებლო მანქანაზე ადიოდა, რა დროსაც გადმოვარდა,სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმა მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ მეტალურგიულ ქარხანაში, თუმცა იყო თუ არა დარღვეული უსაფრთხოების წესები, არ საუბრობენ. ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს ქარხნის ადმინისტრაცია.
მუშის გარდაცვალების ფაქტს შსს იძიებს. როგორც ,უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლის 2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა სამინისტროში სიკვდილის სხვა მიზეზს ასახელებენ. მათი ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმებული სავარაუდოდ ლითონის დნობის დროს გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობისას დიდი რაოდენობით კვამლის ჩასუნთქვის შედეგად დაიღუპა.