დღეს რიონის ხეობაში ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია გაიმართა.
ნამოხვანჰესის აგების მოთხოვნის პარალელურად საპროტესტო აქციაზე ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებიც შეიკრიბნენ.ადგილობრივები მოითხოვენ , დატოვოს ხეობა კომპანია ,,ენკამ,, და არ აშენდეს ნამოხვანის ჰესების კასკადი. საპროტესტო აქციაზე შეკრებილები აცხადებენ,რომ მოსახლეობის ერთმანეთთან დაპირისპირებას კომპანია ,,ენკა,, ცდილობს.
რიონის ხეობაში მოსახლეობა უკვე 83- ე ღამეა კარვებში ათენებს უცვლელი მოთხოვნით-დატოვოს ხეობა ჰესის მშენებელმა კომპანიამ.