სამტრედიაში ურთიერთდაპირისპირების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებილი.
პაციენტი გულში შემავალი ჭრილობით, სასწარაფო დახმარების მიერ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრის ემერჯენსის დეპარტამენტში გადაიყვანეს.გაკეთდა სასაწრაფო ოპერაცია, აღმოჩნდა გულში შემავალი ჭრილობა მარჯვენა პარკუჭის დაზიანებით.პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ დეპარტამენტში.როგორც კლინიკაში აცხადებენ, მდგომარეობა მძიმეა ,მაგრამ სტაბილური