14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისში, თეთრ ხიდზე , სიმბოლურად ეროვნული დროშა გაიშალა. დროშა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა გაშალეს. სახელმწიფო დროშის დღე საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.