ჟურნალისტი ელისო კილაძე გეგუთის კოლონიიდან პატიმრების გაყვანის შესახებ საუბრობს.
,,ქრონიკა პლიუსის,, რედაქტორი პატიმარ კახაბერ ტორჩინავას ოჯახის წევრისგან მიღებულ ინფორმაციას ასაჯაროებს. მისი თქმით, კოლონიაში კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, წუხელ ღამით იყო ბუნტი, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ ციხიდან პატიმრების გაყვანა დაიწყო.
კილაძე მიმართავს ადვოკატებს, შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში და ზუსტი ინფორმაცია გამოიტანონ.
ჟურნალისტის თქმით, ოფიციალური ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდება.
,,მივმართავ პენიტენციურ სამსახურს, დროულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია.ეს არის პანდემია, ეს არ არის წამების ან ძალადობის ფაქტები, ეს არ არის დასამალი და პატიმრების მშობლებმა უნდა იცოდნენ სად არიან, რა ვითარებაში არიან პატიმრები და სჭირდებათ თუ არა მათ დახმარება.,, -აცხადებს ელისო კილაძე