იმერეთის მასშტაბით ხანძარი ამჟამად 3 ლოკაციაზეა. ესენია: საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული, ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ იმერეთში 8 ლოკაციაზე იყო ხანძარი, აქედან ყველაზე რთული ვითარება წყალტუბოს რაიონი სოფელი ზარათში იყო, სადაც 60-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობდა. ცეცხლი 70 ჰექტრამდე ტერიტორიას ეკიდა, იყო საშიშროება,რომ მოსახლეობამდე მივიდოდა, თუმცა მეხანძრეებმნა მისი ლოკალიზება შეძლეს .
როგორც გუბერნატორი აცხადებს, მიუხედავად ცეცხლის რამდენიმე კერისა, ამ ეტაპზე მეხანძრე მაშველების რაოდენობა საკმარისია. ცეცხლის გაჩენის ერთ ერთი ვერსია დაუდევრობაა