გელათის მონასტრის წინამძღვრის ადგილმონაცვლედ (კეთილმოწესედ) იღუმენი დავითი (უმანკოშვილი) დადგინდა.
გელათის მონასტრის წინამძღვრის ადგილმონაცვლედ (კეთილმოწესედ) იღუმენი დავითი (უმანკოშვილი) დადგინდა.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენას დღესასწაულობს.
1801 წელს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტით გაუქმდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მოგვიანებით კი, 1811 წელს, ეკლესიის ავტოკეფალიაც და იგი რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. ქართველი საზოგადო და რელიგიური მოღვაწეების ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისათვის წარმატებით დასრულდა და 106 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის პატრიარქი დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, კირიონ II გახდა.
1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.
მისი მეფობის დროს დიდი თურქობისას გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველები ძველ ნამოსახლარებზე დაბრუნდნენ. მან მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც რუის-ურბნისის კრების სახელწოდებით არის ცნობილი. კრებამ ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი გააძლიერა და თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა აღკვეთა.
მეფე დავითმა მუდმივმოქმედი ჯარის შესაქმნელად ყივჩაღეთიდან 40 ათასი მეომარი ჩამოიყვანა, რომელსაც 5 ათასი ქართველი მიემატა.
1121 წელს დავითმა დავითმა დიდგორზე არაბთა 600 ათასიანი არმია დაამარცხა. 1122 წელს კი , 400 წლიანი არაბთა ტყვეობის შემდეგ, დედაქალაქი თბილისი სამშობლოს დაუბრუნა. მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ.
წმინდა მეფე 53 წლის ასაკში, 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი" დაწერა, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა.
ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.
გელათის ტაძრის არქიმანდრიტი მამა იოსებ ბურჯანაძე დღეს,გელათის მონასტრის ეზოში დაკრძალეს.
მამა იოსები 16 იანვარს,სტუმრების სენაკში გაჩენილი ხანძრის დროს მძიმედ დაშავდა.მას სხეულის 50 % ქონდა დამწვარი.მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ ფასდებოდა.სასულიერო პირს ჯერ ქუთაისის,შემდეგ კი თბილისის დამწვრობის ცენტრში მკურნალობდნენ,თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამა იოსები 30 იანვარს გარდაიცვალა .
გელათის მონასტრის არქიმანდრიტს,იოსებ ბურჯანაძეს შაბათს 4 თებერვალს, გელათის მამათა მონასტერის ეზოში დაკრძალავენ.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის ინფორმაციით, დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე.
მამა იოსები გელათის მონასტრის სტუმრების სენაკში გაჩენილი ხანძრისგან 16 იანვარს მძიმედ დაშავდა.ის თავდაპირველად ქუთაისის დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა,რამდენიმე დღეში კი თბილისში გადაიყვანეს.მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ ფასდებოდა.მამა იოსების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, რის გამოც შეიქმნა გარკვეული პრობლემები. გზის…
ხუთშაბათი იანვარი 01
In საზოგადოება3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა…
ხუთშაბათი იანვარი 01
In საზოგადოება2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. ახალი წლიდან ძალაშია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“…
ხუთშაბათი იანვარი 01
In საზოგადოებადღეიდან, 2026 წლის 1 იანვრიდან, ამოქმედდა „შინაური ცხოველების შესახებ“ კანონის ერთი ნაწილი.ამ ახალი წესებით, ცხოველების…
ხუთშაბათი იანვარი 01
In საზოგადოებადიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ40-კმ141 (ქორენიში-შოვი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის…
ხუთშაბათი იანვარი 01
In საზოგადოება25 დეკემბერს ქრისტეშობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს.ტაძრებში საზეიმო ლიტურგია ტარდება. შესწორებული (ახალი) კალენდარული…
ხუთშაბათი დეკემბერი 25
In რელიგიაწმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში…
პარასკევი დეკემბერი 19
In რელიგიაბარბარობა ქრისტიანული დღესასწაულია და 17(4) დეკემბერს აღინიშნება. ფინიკიის ქ. ილიოპოლისის მდიდარი და წარჩინებული მოქალაქის, დიოსკორეს…
ოთხშაბათი დეკემბერი 17
In რელიგიარელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად…
კვირა ნოემბერი 23
In რელიგია21 ნოემბერს მთავარანგელოზობა აღინიშნება.მათი სახელობის ეკლესია ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე მდებარეობს. მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა…
პარასკევი ნოემბერი 21
In რელიგია