დღეს ქუთაისში ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს 80 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას სახელწოდებით „ეკლესია და განათლება XlX-XX საუკუნებში,, საერო და სასულიერო პირები დაესწრნენ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ელდარ ბუბულაშვილის მიერ შედგენილი ნაშრომი „ვახტანგ გამრეკელის ცხოვრება და მოღვაწეობა“, ასევე, ფილმი „მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) საგანმანათლებლო და სასულიერო მოღვაწეობა“.
ღონისძიება გელათის მეცნიერებათა აკადემიის, გელათის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული.
