- პოლიტიკა
- გადასვლები: 1536
როგორც პარტიის სიის პირველა ნომერმა სამსონ გუგავამ განაცხადა, ამ არჩევნებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროპორციული სიის ნაწილია.
,,მთავარია სახელისუფლებო პარტიას ლეგიტიმაცია გამოვაცალოთ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ მივცეთ 43%-ის აღების შესაძლებლობა. შესაბამისად მთელი რესურსი სიისკენ მივმართეთ.“-განაცხადა გუგავამ.
,,ლეიბორისტული პარტიიდან“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სწორედ სამსონ გუგავა იქნება. ის პროპორციული სიის პირველი ნომერია.
გიორგი გოგუაძე პარტია "საქართველოსთვის" იმერეთის ორგანიაზაციას ხელმძღვანელობს.ის გიორგი გახარიამ დღეს წარადგინა.თავად გახარია კი თბილისის მერობის კანდიდატია.
ამ დროისთვის ქუთაისის მერობისთვის "ქართული ოცნებიდან " სოსო ხახალეიშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე და პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი გიორგი გოგუაძე იბრძვიან.სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს კანდიდატები ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დაუსახელებიათ.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.
"პოლიტიკაში ყოფნის ოთხი წლის თავზე, უფრო ნათლად იაზრებ საჯარო სივრცეში ყოფნის სირთულეს და პასუხისმგებლობას. ეს პასუხისმგებლობა ერთიათად იზრდება მაშინ, როდესაც ემსახურები მშობლიურ ქალაქს, სადაც შენს უკან არის ოჯახის, მშობლების სახელები, ადამიანები, რომლებსაც არასდროს გადაუხვევიათ იმ პრინციპეპისგან, რასაც წესიერება, ადამიანების პატივისცემა და ქალაქის ღირსეული სამსახური ქვია.
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ მომზადებული, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების 15 ფაქტი გამოვლინდა.
როგორც შუალედური ანგარიშის წარდგენისას ორგანიზაციაში განაცხადეს, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 11, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13, სოციალური ქსელით აგიტაციის - 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 4, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 8 ფაქტი გამოვლინდა.
ISFED-ის ინფორმაციით, ასევე გამოვლინდა მმართველი პარტიის მიერ, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებისთვის დაკვირვებაში ხელშეშლის ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, გამოიკვეთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების „ქართული ოცნების“ კამპანიაში ჩართვის პირაპირ ან/და ირიბად იძულების შემთხვევები.
ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში დაკომპლექტდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.
"დადებით შეფასებას იმსახურებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთათვის გასაუბრების ჩატარება და ამის პირდაპირ ეთერში გადაცემა, თუმცა კანდიდატების ნაწილის გასაუბრების ტრანსლაციაზე უარმა, უთანასწორო პირობები შექმნა. აღსანიშნავია, რომ ყველა ჯერზე ვერ მოხერხდა საარჩევნო კომისიის წევრთა მაღალი კვორუმით არჩევა, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების თვალსაზრისით. მაგალითად, საოლქო კომისიის წევრთა 55% დაბალი კვორუმით აირჩა. საუბნო კომისიის წევრთა შემთხვევაში, აირჩიეს რამდენიმე პირი, რომელთაც წინა არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული. გამოვლინდა შემთხვევები, როცა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდა მომზადებული იმ კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა. საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში, უმრავლეს შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არ მონაწილეობდნენ.
საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა. საბჭოს სარეკომენდაციო რჩევების გაცემის ფუნქცია აქვს, საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელიც მიწვეული იყო საბჭოს წევრთა შესარჩევ ჯგუფში, დატოვა ის, გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსზე დაფუძნებული წესის ცვლილებისა და, ასევე, ჯგუფის წევრთა ნაწილის არასანდო რეპუტაციის და მიკერძოების გამო“, - ნათქვამია ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშში.
საარჩევნო კომისიამ არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით ახალი დადგენილება მიიღო.
როგორც პრეს სპიკერი ნათია იოსელიანი განმარტავს, დადგენილება 4 ძირითადი მიმართულებისგან შდეგდება და არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებას ისახავს მიზნად.ახალი წესის მიხედვით დგინდება როგორც საარჩევნო კომისიების, ასევე საარჩევნო უბნებში საპრევენციო ხასიათის სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვის აუცილებლობა. ამავე დდაგენილების თანახმად , თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა, 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზს და დააფიქსირონ ხმის მიცემის სურვილი, რის შემდეგაც ისინი სპეციალურ სიებში მოხვდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე…
შაბათი იანვარი 10
In საზოგადოება13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.…
შაბათი იანვარი 10
In საზოგადოება9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის…
პარასკევი იანვარი 09
In საზოგადოებადაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით,საქართველოს 7 რეგიონში : რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში…
ხუთშაბათი იანვარი 08
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა,…
ხუთშაბათი იანვარი 08
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის…
პარასკევი დეკემბერი 26
In პოლიტიკაქალაქის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომაზე , 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In პოლიტიკაქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა თანამშრომლებს რამდენიმე სამსახურის ახალი ხელმძღვანელი და სპეციალისტები წარუდგინა: ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი…
სამშაბათი დეკემბერი 23
In პოლიტიკაქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენელი ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს ეხმაურება. ელეონორა…
ხუთშაბათი ნოემბერი 27
In პოლიტიკაქუთაისის 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში გაიმართა.…
ორშაბათი ნოემბერი 24
In პოლიტიკა