საკრებულოს რიგგარეშე მე-18 სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.
ცვლილება შევიდა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში , საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან“ ქალაქმა გრანტის სახლით მილიონ ევროზე მეტი უნდა მიიღოს. ცვლილების თანახმად კი მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი გრანტი ევროს ექვივალენტით ლარში განისაზღვრა.ეს თანხა 5,775,099.85 ლარს შეადგენს.
მსგავსი ცვლილება შევიდა სესხთან დაკავშირებით , რომელიც მერიამ ავტობუსების შესაძენად უნდა აიღოს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.