საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობაა.მოქალაქეები საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად რიგში დგანან.საპარლამენტო არჩევნებთან ერთად დღეს ქუთაისში ქალაქის მერის არჩევნები ტარდება.
2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 48 საერთაშორისო და 120 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
10 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 11154 ამომრჩეველმა დააფიქსირა , რაც 7,2 %-ია.