ქუთაისში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ,, ოფისი დააზიანეს.დღეს დილით ოფისში მისულ წევრებს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბანერები წითელი საღებავებით დახვდათ გაფუჭებული.
,,ნაციონალური მოძრაობის,, ქუთაისის მერობის კანდიდატი ფაქტს მმართველ პარტიას უკავშირებს.
,,მაშინ როცა ჩვენი აქტივისტები იმყოფებოდა აქციაზე და ოფისები ცარიელი იყო,ქურდულად ,როგორც იცის ,,ქართულმა ოცნებამ,, მოიპარნენ და დააზიანეს ჩვენი ოფისი.ეს ყველაფერი ჩვენი აზრით უკავშირდება ლილუაშვილის ჩამობრძანებას ქუთაისში.გუშინ ის ჩამოვიდა და ჩაიბარა ქუთაისის არჩევნების გაყალბება.მინდა გავაფრთხილო ყველა,რომ ხელი არ წაუცდეთ,თორემ არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს.ხელები დაატყდება ყველას,ვინც გაბედავს ქუთაისლებისთვის არჩევნების მოპარვას,,-აცხადებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია.