,,ქართული ოცნების,, საარჩევნო პროგრამის წარდგენასთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი განცხადებას ავრცელებს.
,,პარტია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ,, საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა განათლება, კულტურას, მეცნიერებას სპორტს და რაც მთავარია, ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდაჭერას და გაძლიერებას.
სიმბოლურია, რომ პარტიის თემატური სტრატეგიის წარდგენა, სწორედ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოხდა. ჩვენი ქალაქისთვის ახალი საერთაშორისო საგანმანათლებლო სტატუსი პოზიციურად მნიშვნელოვანია. აკადემიური და სამეცნიერო სივრცე, რომელიც უპრეცედენტო ქველმოქმედებით იქმნება, ქმნის ჩვენი ქაალაქის შეუქცევადი განვითარების მყარ გარანტიას.
განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სამეცნიერო ცენტრების განვითარება და მიღებული შედეგების კონკრეტულ ეკონომიკურ ეფექტში ასახვა. ქუთაისი რამდენიმე წელში გახდება ბირთვული მედიცინის და ონკოთერაპიის ფლაგმანი, არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბით.
უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის ისტორიული ევროპული იდენტობა და ფასეულობებები, ქმნის ჩვენი ქალაქის უნიკალურ ტურისტულ პოტენციალს. დიდი მოლოდინი გვაქვს 2021 წლის კულტურული მარშუტების ფორუმის მიმართ, რაც კიდევ უფრო ფართო მასშტაბით წარადგენს ქუთაისს ტურისტულ ბაზარზე. არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციით და ახალი ტურისტული ატრაქციების შექმნით, შევძლებთ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ავანაზღაუროთ ის ზიანი, რაც ტურისტულ სექტორს მიადგა გლობალური პანდემიის პირობებში.
ამასთან, ჩვენ ქალაქს აქვს სპორტული ტრადიციების გამორჩეული ისტორია. თანამედროვე სარაგბო ბაზა, ახალი საცურაო აუზი, ფეხბურთის აკადემია, რებილიტირებული სპორტული სკოლები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მათი სპორტული შესაძლებლობების წარმოჩენას.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდული პოლიტიკის გააქტიურება, ამისთვის ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი ახალგაზრდული სივრცეები, რომლებიც არაფორმალური განათლების ხელშეწყიბასთან ერთად, უზრუნველყოფს ახალგზრდების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამასთან სტრატაპ და IT ტექნოლოგიების მხარდაჭერა არის ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზების გრძელვადიანი პერსპექტივა. ,, წერია განცხადებაში.