ხარაგაულის 𝟮𝟬𝟮𝟱 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დღეს დამტკიცდა |
საკრებულოს დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა.
მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 𝟮𝟬 მილიონ 𝟮𝟴𝟮 ათას 𝟲𝟬𝟬 ლარით განისაზღვრა.
𝟮𝟬𝟮𝟱 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 𝟮 𝟯𝟭𝟮 𝟰 ათასი ლარი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის - 𝟯 𝟬𝟰𝟵, 𝟮𝟬𝟬 ათასი ლარი, სკოლამდელ დაწესებულებათა ფუნქციონირებაზე - 𝟯 𝟭𝟮𝟬,𝟬 ათასი ლარი, ხოლო კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის მიმართულებით - 𝟮 𝟵𝟵𝟴, 𝟭𝟬𝟬ათასი ლარი დაიხარჯება.
𝟮𝟬𝟮𝟰 წელთან შედარებით 𝟮𝟬𝟮𝟱 წლის ბიუჯეტში გაიზარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სოციალური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის ხარჯები.