“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა დღეს ქუთაისში ბრიფინგი გამართეს.
ოპოზიციონერი ლიდერების ინფორმაციით,“ქართული ოცნების” ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე , ასევე საკრებულოს წევრი გია მახარაძე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შეხვდნენ. შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის “ტორპედოს” სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, სადაც მათ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების პირადობის მოწმობების ჩამორთმევა მოსთხოვეს.
საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.