,,ზოგადად გვაინტერესებს, რას ეუბნება ბატონი ზაზა ამომრჩეველს,როდესაც ეუბნება,რომ ,,ქართულ ოცნებას,, მისცეს ხმა,,- ეს განცხადება,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენელმა დღეს გააკეთა და ,,ქართული ოცნების,,ქუთაისის დელეგატს კითხვებით მიმართა.
,,როგორც რიგითი ქუთაისელი,მინდა ქუთაისის ოცნების დელეგატს ,ზაზა ლომინაძეს ვკითხო- რას ეუბნება ამომრჩეველს-ვის უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა- მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების დროს ქუთაისში გადმოტანილი პარლამენტს,რომელსაც თვითონაც უკრავდა ტაშს,თუ ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების,, დროს თბილისში დაბრუნებულ და მიტოვებულ ქუთაისს და პარლამენტს.
ვის უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა- მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების დროს აღდგენილ ბაგრატის ტაძარს თუ ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების,, დროს დანგრეულ და განადგურებულ გელათს?,,-თემურ ცამციშვილი .