კონსერვატიულმა პარტიამ დღეს ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. მანდატის მოსაპოვებლად ქუთაისში თეა ერგემლიძე იბრძოლებს. კანდიდატის განცხადებით, ის მომავალი თაობის ნათელი მომავლის შექმნისთვის იბრძოლებს.
კონსერვატიული პარტია, კანდიდატებს სამტრედია, ვანსა და ხონში უახლოეს მომავალში წარადგენს.