ქუთაისის მერია 100 ათასი ლარით ზრდის ხარჯებს, მათ შორის 70 ათასი ლარით იზრდება ხელფასები- ეს განცხადება,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც გიგა შუშანიამ აღნიშნა,იმის მაგივრად, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უფასო სასადილოს მენიუს გაუმჯობესებაზე ზრუნავდეს, პირიქით იქცევა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ყველა პროდუქტზე ფასების ზრდის მიუხედავად, წელს 50 ათასი ლარით არის შემცირებული კვების თანხები.
ხარჯების გაზრდის შესახებ ქუთაისის საკრებულო ორშაბათს იმსჯელებს