დღეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრმა გიგა შუშანიამ ქუთაისში, ფოსტის შენობის წინ ბრიფინგი გამართა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შენობის დაწვის საკითხზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
შუშანიას შესაბამის უწყებებთან აქვს კითხვა,რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იგეგმება შენობის გასხვისება და მის ადგილას სასტუმროს აშენება.
ცეცხლი ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ფოსტის შენობის მეორე სართულზე რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა .