პოლიტიკური თაღლითობა პირადი და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით - ასე შეფასეს ქუთაისის საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრებმა ის კოლეგები,რომლებმაც პარტია ცოტა ხნის წინ დატოვეს და ნიკა მელიას გუნდს შეუერთდნენ.დღევანდელ ბრიფინგზე გიგა შუშანიამ აღნიშნა,რომ ,,ნაციონალური მოძრაობის,,დატოვების მიუხედავად, ყოფილი წევრები რჩებიან ფრაქციაში,მათ შორის იკავებენ ფრაქციის თავმჯდომარის და ოთხივე მოადგილის თანამდებობას და პარტიიდან წასვლიდან საკმაო დროის გასვლის შემდეგ სრულად აიღეს ფრაქციისთვის განკუთვნილი ხელფასები.შუშანიას ინფორმაციით, პარტიაში დარჩენილი წევრების ფრაქციიდან გარიცხვას ყოფილი თანაგუნდელები,,ქართულ ოცნებასთან,, ალიანსით გეგმავენ.
,,მინდა მივულოცო ნიკა მელიას,მისი გუნდი და ,,ქართული ოცნება,, დღეს გაერთიანდა ქუთაისის საკრებულოში.გახსოვთ დარეჯან ფხაკაძე,რომელმაც დატოვა თვეების წინ ,ნაციონალური მოძრაობა,, და ,,ქართულ ოცნებას,, შეუერთდა , ეს ადამიანი დღემდე არ გაურიცხია ფრაქციიდან ნიკა მელია წასულ წევრებს და მათი ხმებით აპირებენ ჩვენს გარიცხვას. იმ ადამიანების გარიცხვას, რომლებიც დარჩნენ ნაციონალურ მოძრაობაში .ეს არის ჩვენი აზრით პოლიტიკური თაღლითობა პირადი ფინანსური სარგებებლის მიღების მიზნით.ნორმალური პოლიტიკური ეთიკა გულისხმობს , როდესაც ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით ხარ შესული საკრებულოში, როდესაც ტოვებ ამ პარტიას ,საკრებულოც უნდა დატოვო. ამიტომ მოვუწოდებთ , უარი თქვან ამ პოლიტიკურ თაღლითობაზე,,- გიგა შუშანია.