დაიკითხოს ქუთაისის მერი- ეს განცხადება საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
გიგა შუშანიას თქმით,საქმე ეხება სავარაუდო კორუფციის ფაქტებს,რის გამოც ის მიმართავს პროკურატურას, დაკითხოს იოსებ ხახალეიშვილი.
,,როცა პროკურატურამ დააკავა კერძო აუდიტი,რომელიც წლების განმავლობაში ადგენდა მიწის და ქონების ფასებს , რომელთაც ყიდდა ქუთაისის მერი,ამით დაადასტურა წლების წინ ჩვენი საუბრები , რომ ქუთაისში არის აღებ-მიცემობა, არის კორუფცია გამეფებული.მინდა შეგახსენოთ ძველი აუდიტის დასკვნა , რომელიც სახელმწიფო აუდიტმა დაწერა. ამხელა დოკუმენტში აბზაცი არ არის კორუფციაზე და ბიუჯეტის გაფლანგვაზე არ იყოს საუბარი.ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და დაიწყო თანამდებობის ბოროტად გამოყენების საქმე, მაგრამ ეს საქმე შემოდეს თაროზე. ქუთაისის მერი გვიმალავს შიდა აუდიტის დასკვნებს , სადაც ჩვენი ინფორმაციით წერია, რომ არის კორუფცია და ის მფარველობს კორუფციას. ამიტომ მივმართეთ პროკურატურას ,აღძრული სისხლის სამართლის ფარგლებში დაიკითხოს ქუთაისის მერი სასწრაფოდ. ის თანხები,რაც უნდა ხმარდებოდეს ქუთაისლებს ,მიდის კონკრეტული ადამიანების ჯიბეებში,,-გიგა შუშანია.