ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის წევრების უმრავლესობა პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ოპოზიციონერებმა ბრიფინგზე განაცხადეს. პარტიის მანდატზე უარს ქალაქის 10-დან 7 შტაბის წარმოდგენილი და საკრებულოს ფრაქციის 12-დან 7 დეპუტატი ამბობს . მათი განცხადებით ,პარტიაში არსებული არაფორმალური მმართველობის გამო ისინი თავის მომავალს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ვეღარ ხედავენ, ნიკა მელიასთან ერთიანდებიან და მიხეილ სააკაშვილის ერთგული რჩებიან. აღსანიშნავია, რომ დეპუტატები პარტიას ტოვებენ, მაგრამ ფრაქციას არა.