ნიკო ნიკოლაძის სახელობის დიდი ჯიხაიშის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყო, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. ამ დროისთვის მხოლოდ დხმარე ნაგებობაა დანგრეული . სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია. დარღვევების გამო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას "მშენებელი ნომერი ერთს" ჩამოართვეს მუშაობის უფლება.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. მათ დღეს პროფესიულ სასწავლებელთან ბრიფინგი გამართეს . ისინი ამბობენ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ,, პროფსასწავლებლის რეაბილიტაციის პრეზენტაცია 2020 წელს გამართა და ადგილობრივ მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების სასწავლებელის აშენებას და სამუშაო ადგილების შექმნას დაპირდა, თუმცა პირობა არ შეასრულა.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.