ქუთაისის საკრებულოს წევრებმა მამუკა რიჟამაძემ და ბესო ხამაშურიძემ მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს.შეხვედრას სმენის შეზღუდვის მქონე პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც ანგარიში შესახებ ინფორმაცია ჟესტური ენის სპეციალისტის საშუალებით მიიღეს.
მამუკა რიჟამაძემ ისაუბრა როგორც საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მუშაობის შესახებ, ასევე ვაკისუბნისა და სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებულ პროექტებზე.
მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის ფორმატში ისაუბრა საკრებულოს წევრმა, ბესო ხამაშურიძემ.
,,დღეს მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარვდექი. ვისაუბრე როგორც საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მუშაობის შესახებ, ასევე ჩემს სამაჟორიტარო ორ ოლქში (ვაკისუბანი და სულხან-საბა) შესრულებულ სამუშაოებზე. მოსახლეობასთან ერთად განვიხილე ის საკითხები, რომელიც მათთვის პრიორიტეტულია და სურვილი აქვთ მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნას გათვალისწინებული.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ დღეს ანგარიშს ესწრებოდნენ სმენის შეზღუდვის მქონე პირები. მინდა მადლობა ვუთხრა მათ ჩართულობისთვის და იმ დამოკიდებულებისთვის, რასაც ისინი ჩემს მიმართ გამოხატავენ.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარი ასათიანს, რომელიც უანგაროდ დგას ჩვენს გვერდით და გვეხმარება კომუნიკაციის დამყარებაში.,,-განაცხადა მამუკა რიჟამაძემ,ქუთაისის საკრებულოს წევრმა, სულხან-საბასა და ვაკისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა.