მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში(სამტრედია, ვანი,ტყიბული)გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
სააგენტო,,აქტორი,, დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ შესყიდვების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.
კანონმდებლობის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვა უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, ან, პროდუქციის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საჭიროა იმავე შემსყიდვლისგან შეძენა, ან ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებისთვის გათვალისწინებულია შეზღუდული ვადები და ან როდესაც მომსახურების გაწევა/სამშენებლო სამუშაოს შესრულება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა.
გამარტივებული შესყიდვებს თან ახლავს კორუფციის უფრო მაღალი რისკები, ვიდრე ეს სხვა ტიპის ტენდერების შემთხვევაში ხდება ხოლმე. გამარტივებული შესყიდვა პირთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით გაფორმებულ ხელშეკრულებას გულისხმობს, შესაბამისად, არ ითვალისწინებს კონკურსის კომპონენტს და იზრდება რისკი, რომ პრეტენდენტში გარდა კომპოტენციისა სხვა გარემოებებსაც მიექცეს ყურადღება.
Სამტრედია ერთ-ერთი მოწინავეა გამარტივებული შესყიდვების რაოდენების მხრივ, რადგან აქ 2013 წლიდან 2023 წლის მაისამდე 1720 გამარტივებული ტენდერი ჩატარდა.
Საახალწლო ბარათების მიწოდება, ფეიერვერკების შეძენა, დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნად ღონისძიებების მოწყობა - ასეთ მიზეზებს მრავლად ვაწყდებით სამტრედიის მიერ განხორციელებული პირდაპირი შესყიდვების სიაში. Მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულების არსებობა წინასწარ ყველასთვის ცნობილია, სამტრედიაც, მსგავსად სხვა მუნიციპალიტეტებისა, ღონისძიებების მოსაწყობად გამარტივებულ ტენდერებს აცხადებს და ამით - საქართველოს კანონმდებლობას არღვევს.