რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, შესაბამისი განკარულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.
პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება.
ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.
აკრძალვა მოიხსნა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე.ბრძანებას ხელს რუსეთის პრეზიდენტ8.ვლადიმერ პუტინი აწერს.
დოკუმენტი რუსეთის ოფიციალურ საკანონმდებლო ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.