ქუთაისში ტრანსპორტის საფასურის გაზრდას უარყოფითად აფასებს ოპოზიცია. საკრებულოს წევრის," ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წარმომადგენლის თედო მესხის თქმით, მთავრობის გაძვირება ქალაქში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო გააურესებს.
,, ქუთაისის მერიამ, როდესაც შემოიყვანა ახალი ავტობუსები, მერმა განცხადება გააკეთა, რომ არ მოხდებოდა ტრანსპორტის საფასურის გაძვირება, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ქუთაისელი მოქალაქები, "ქართულმა ოცნებამ" ამ შემთხვევაშიც მოატყუა.
Იმ ფონზე როდესაც ქალაქში უკიდურესი გაჭირვებაა, წამლების, საკვების, პურის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა, დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, მარტო მყოფმა "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას 50 %-ით გაუძვირა ტრანსპორტის საფასური. Ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ადამიანების ყოველდღიურობას და უფრო მეტ ადამიანს უბიძგებს ქალაქის დატოვებისკენ და ემიგრაციაში წასვლისკენ."-განაცხადა საინფორმაციო სააგენტო "აქტორთან" თედო მესხმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა " დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. პარტია ბოიკოტის რეჟიმშია.