ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.თავდაპირველად დეპუტატები ბიუჯეტის პროექტზე კომისიების ფორმატში მსჯელობენ.
სხდომები დღეს და ხვალ არის ჩანიშნული.
უკვე გაიმართა იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა,სადაც კომისიის წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
ამ წუთებში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
დღესვე ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება.დღის ბოლოს კი მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები იმსჯელებენ.