,,ქართული ოცნების,, ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო პროგრამის ფარგლებში დღეს შ.პ.ს. ,,სიარპი ვუდში’’ საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა , რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს. თანამშრომლებთან საკუთარი პროგრამი სწარდგენამდე კი პროდუქციის წარმოების პროცესს დაესწრო და საწარმო დათვალიერა.
დღესვე მმართველი გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრას ქალაქის სხვადასხვა უბანში გამართავს.