ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მწვანე ყვავილას ქუჩაზე თვითნებური ნაგავსაყრელის არსებობა გააპროტესტეს. ისინი მდინარე რიონის დაბინძურებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მწვანე ყვავილას ქუჩაზე მსგავსი ნაგავსაყრელები რამდენიმეა. ახალგაზრდა ლეიბორისტები ერთ-ერთ ასეთ ნაგავსაყრელთან ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ. მათ ხელისუფლებას ნაგვის ურნების დასადგმელად და სიტუაციის გამოსასწორებლად 2 კვირიანი ვადა მისცეს.
,, ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას ,,შეარცხვინე,, რომელიც მიზნად ისახავს ქუთაისის ტერიტორიაზე წლობით არსებული დაბინძურებული ტერიტორიების აღმოჩენას და ამ პრობლემების აღმოფხვრას. ერთ-ერთი მათგანი ვიპოვეთ აქ, მწვანე ყვავილას ქუჩაზე, სადაც მდინარეში იყრება უამრავი ნაგავი და აქაურობა დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე.ეს გამოწვეულია იქედან, რომ ამ ტერიტორიაზე არ დგას ერთი ნაგვის ურნაც კი. მერიას ვაძლევთ 2 კვირიან ვადას, დაასუფთაონ ტერიტორია და დადგან ურნები. აქედან მივდივართ მერიაში, სადაც წერილობით შევიტანთ განცხადებას,,- განაცხადა გაგი ახალაძემ, ახალგაზრდა ლეიბორისტების ხელმძღვანელმა