პარტიამ "თავისუფალი საქართველო" ქუთაისში ახალი ოფისი გახსნა.
პრეზენტაციაზე პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა იმყოფებოდა.
პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს სამომავლო გეგმებსა და საკუთარ უპირატესობებზე ესაუბრნენ.
კახა კუკავას განცხადებით "თავისუფალი საქართველო" 2020 წლის არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება და ოცდაათივე ოლქში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.