ქუთაისში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს,სადაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს დასწრების საშუალება არ მიეცათ.დაცვის წარმომადგენლებმა მათ საშვი მოთხოვეს.სხდომას ჟურნალიტთა გარკვეული ნაწილი ესწრება.
მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა გამოუცხადეს და საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
"შეშინებულმა ქუთაისის მერმა, აუდიტის დასკვნა რომ არ განგვეხილა, კრიტიკული მედია არ დაასწრო საკრებულოს სხდომას. ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად დავტოვეთ სხდომა, იგივე მოვუწოდეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. თან ქუთაისის მერი დავამშვიდე, რომ არავინ მის მოტაცებას არ აპირებს და შეუძლია შუშის კოლბიდან გამოვიდეს"-გიგა შუშანია,"ნაციონალური მოძრაობის წევრი".
ოპოზიციური მედია კითხვების დასმას აუდიტის დასკვნის შესახებ აპირებდა,რომლის მიხედვითაც ქუთაისის მერიაში მილიონობით ლარი არამიზნობრივად არის დახარჯული.