ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მორიგი ინიციატივით მიმართავს, პარტიაში ითხოვენ რომ კომუნალურ გადასახადებსა და საბანკო ვალდებულებებზე საშეღავათო პირობები გადავადდეს, როგორც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გიგა შუშანია აღნიშნავს სახელმწიფოს აქვს იმის ფინანსური რესურსი, რომ მიზნობრივი გათვლების პირობებში მოქალაქეებს საშეღავათო ვადები გაუგრძელდეს.
საინფორმაციო სააგენტო Act2.ge- ნაციონალური მოძრაობის ინიციატივასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით დაინტერესდა , ქუთაისის საკრებულოს პიარ-სამსახურში კომენტარი არ გააკეთს და განაცხადეს რომ საკითხი ადგილობრივ დონეზე განსახილველი არაა და აღნიშნული საკოორდინაციო საბჭოს პრეროგატივაა.