პარტია'' თავისუფალი საქართველოს'' თავმჯდომარის მოადგილემ მორიგი აქციით ხელისუფლება კონტრაბანდის ხელშეწყობაში დაადანაშაულა, უფრო კონკრეტულად გოგი წულაიმ თამბაქოს გაძვირება გააპროტესტა და აღნიშნა რომ გაზრდილი ფასი მწეველთა რაოდენობის შემცირებას არ იწვევს თუმცა მათ ბიუჯეტზე კი მძიმედ აისახება.
,,მივმართავ ხელისუფლებას რომ ნუ იქცევიან უგუნურად და პირადი ინტერესებით, რადგან თამბაქოზე გაზრდილი ფასი ზრდის კონტრაბანდას ქვეყანაში და არ ამცირებს მწეველთა რაოდენობა“,- აღნიშნა წულაიამ.