"ერთიანინაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ქუთაისის მერიის შენობასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა გაზრდილი კომუნალური გადასახადები გააპროტესტეს."ბიძინა,სად არის განახევრებული ტარიფები?", "გამდიდრებული ტარიფები,მოტყუებული ხალხი"-ეწერა ტრანსფარანტებზე.
,,თვის ბოლოს უკვე მოსახლეობას მიუვა გაძვირებული ტარიფი. ძალიან ბევრი ქუთაისელი დარჩება ელექტროენეგიისა და გაზის გარეშე. გვინდა წერილით მივმართოთ იმერეთის გუბერნატორს, რას აკეთებს, მუშაობს თუ არა საქართველოს მთავრობასთან ერთად, რომ ეს კოლაფსი ავირიდოთ. სანამ ჩინოვნიკები თბილ ოთახებში იმყოფებიან, მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს.“-განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა შუშანიამ.