,,ისტორიამ თქვა, თითოეული ადამიანის ნამოქმედარს ისე სუფთად გავცხრილავ, სიკეთისა და ბოროტების ნაწილაკსაც არავის დავუკარგავო.’’
იწერება საქართველოს ისტორიაც ტკივილით, კარგით, ცუდით, სიხარულით, სიმართლით, ტყუილით, შავით, თეთრით!.
მუდმივ ქაოსში ყოფნა საქართველოს ჯვარია ალბათ, მძიმე ჯვარი. არც შინაური მტრის სიუხვე აკლია, არც გარეულის, თუმცა ქართველი რომ ქართველის ყველაზე დიდი მტერია, ესეც არაერთგზის ჩაწერა მემატიანემ.
ბიძინა ივანიშვილიც დაიმკვიდრა უკვე ქართულმა ისტორიამ...
ალბათ დრომ მოიტანა კაცთა განუსაზღვრელი სიავე, ბოროტება და უმადურობა. საზოგადოება აშკარად ავადაა, ალბათ უამრავი ქარტეხილის გამო. კარგზე უფრო ცუდის აღქმა გაადვილდა, სიკეთეში ბოროტების ხედვა. კრიტიკა, დავა, კამათი საჭიროა, მაგრამ ცუდია სინდისთან მწყრალად ყოფნა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ ზიზღის სინდრომიც მოდასავით დამკვიდრდა, მართალია ერთეულებში, თუმცა ასეთი პათოლოგიური, ზღვარსგადასული, დუჟმორეული?!
საყოველთაოდ ცნობილი ქველმოქმედს, ჩემი თვალსაწიერიდან 80-90-იანი წლებიდან, თითქმის არავინ იცნობდა. ბევრი ვეცადე ინტერვიუ ჩამეწერა უცნობ ქველმოქმედთან, თუმცა სიკეთეს აფიშირება არ უხდებაო.
2012-ში გამოჩნდა და მხსნელად მოევლინა საქართველოს. . უმძიმესი რეჟიმისგან იხსნა ქვეყანა. ბევრი მამულის სიყვარულით, ბევრი თავისუფლების ეშხით, ბევრიც ციდან მილიონების ცვენის იმედით გარბოდა არჩევნებზე .სიზმრად ექცათ ივანიშვილის დოლარებზე უშრომლად ხელისმოთბობის სურვილი.. კოშკებიც აიგო, თუმცა ზარმაცი კაცის კოვზი ნაცარში ჩავარდა...მილიონებმა არ დაიწყო ციდან ცვენა. არც ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევის ტოლფასად აყვავდა ქვეყანა. ,,მდგომარეობის გამოსწორებას 30 წელი მაიც უნდაო’’-- თქვა ბატონმა ივანიშვილმა და დაიწყო და რა დაიწყო . ბუნებრივია, ხელისუფლებაგამოგლეჯილ და პირში ჩალაგამოვლებულთა ისტერია, შური და ზიზღი უკიდეგანო იქნებოდა, თუმცა მათზე აყოლილთა კვინტრიშია გასაოცარი. ,,არამზადა რომ შეგაქებს, ამაზე დიდი უბედურება არაფერია,’’- თუმცა ძალზე ძნელი და დამახჩობელი გახდა სიძულვილის და სიავის გარემოში ცხოვრება.
საინტერესოა, რატომ ვერ ხედავენ და არ ახსოვთ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, სიკეთე და რატომ ვერ (არ) ხედავენ იმას, რაც მისი ძალისხმევით კეთდება?!
ზოგადად ადამიანში სიმდიდრისა და მდიდარი კაცის სიძულვილია ჩანერგილი. ამას იმედგაცრუებაც ემატება და არის ერთი კაკაფონია. ,,ყველაზე სასაცილო ქვეყანაზე იგია, როცა სულელი მ,ეტიჩარა გაბუტული დადისო,’’-- ამაზე მეტი რაღა უნდა ვთქვა?!...პათოლოგთა კასტის ისეთი ნაწილი იქნევს თითს, ვისაც ერთი ხე არ დაურგავს ქვეყნისთვის, მისი პატარა ოჯახისთვის ვერ მოუვლია და ყიამყრალობაში დროსტარება ცხოვრების წესად უქცევია.
დიდი რობერტ სტურუას ერთი სასაცილო ფეისბუქპოსტი მახსენდება: ,,გუშინ, წვიმის დროს დავეცი, ფეხი ვიტკინე, წავისვი იოდი და გადავიკარი ბინტი. დამიჯდა 7 ლარი... მეც მოვითხოვ ანაზღაურებას. ჩეკი მაქვს. შარვალი და ფეხსაცმელი მიყიდოს ივანიშვილმა, თუ არა, ბოკერიას მივცემ ხმას...’’
უცნაურია...ივანიშვილს გაკეთებულს გაფუჭებულად უთვლიან, კარგს-ცუდად, თეთრს-შავად.... წარსულზე აღარაფერს ვიტყვი, ძალიან გრძელი და დამღლელი იქნება იმ სიის კითხვა, მხოლოდ სულ ახლახანს გაკეთებულს ჩამოვარაკრაკებ.,
აღარ ახსოვთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელზეც უკვე მსოფლიო ლაპარაკობს და რომელზეც ,,არაშენდებას’’ სახელით წლების მანძილზე ოპოზიცია ყოველდღიურ ფლეშმობებს და პოლიტიკურ შოუებს აწყობდა...ახლა ყველა დაყურსულია...უნივერსიტეტი 2020 წლის შემოდგომიდან მიიღებს სტუდენტებს. თანამედროვე სტანდარტების უდიდესი საოცრება 153 ჰა-ზეა გაშენებული და 60 000 სტუდენტზეა გათვლილი.
10 მილიონზე მეტი დაჯდა დენდროლოგიური პარკი, სადაც შესვლა უფასო იქნება და 15 ივლისს გაიხსნება...პარკს კომპანია თავად უპატრონებს. კითხვაზე, რა კომერციულ სარგებელს მოუტანს კომპანიას უფასო მომსახურება, პასუხი ასეთია: ,,მოგება ის იქნება , რომნ ქვეყანას ექნება დენდროლოგიური პარკი.’’
რამხელა ტელე-ისტერია უძღოდა წინ ამ პარკში ხეების გადატანა-გადმოტანას. არადა ივანიშვილს იმ მოსახლეებისთვის თანხის გადახდა და გზების გაკეთება არა მგონია, ნაკლები დაჯდომოდა...
აქვე გავიხსენებ ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის რესტავრაციას, აბასთუმნის გადარჩენა-აყვავებას და წყალტუბოს რეაბილიტაციის გეგმას....
მილიონები აქვსო და გადაირია სამყარო. არადა საქართველოში საკმაოდ ბევრი მილიონერია, თითზე გადასახვევი რომ არაფერი გაუკეთებია, არც გააკეთებს და არც არავინ თხოვს.
ივანიშვილის რუსეთუმეობაზეც საუბრობენ. (საინტერესოა, ვინ აჩუქა რუსებს კოდორის ხეობა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი?! ) 13 თვინგახურებული ,,ჩვენი მეგობარი’’ ამერიკელი კონგრესმენიც გვიქნევს თითს, ივანიშვილ-პუტინის მეგობრობაზე საუბრობს და ქვეყნის არეულობის მცდელობაზე მიუთითებს...არადა ნამდვილი პარადოქსია ერთი, ისევ მეგობრები აღნიშნავენ, რომ საქართველო ასე ახლოს ევროპულ ღირებულებებთან და ამერიკასთან არასდროს ყოფილა...იმ 13-ს ისიც არ ახსოვს, ბატონმა ტრამპმა სხვისი ქვეყნის საქმეებში ჩარევა პირადი კეთილდღეობისთვის, არაკორექტულობად რომ შეაფასა...რას ვიზამთ, დიდი ყოფილა სიხარბის და ფულის ძალა.
ამერიკელებს რაღას ვემართლებით, როცა შინაური არ გინდობს. ,,იყიდა მთელი საქართველო, კიდევ უფრო გამდიდრდა და დაგვიმონაო’’- ქვევრის ექოსავით იმეორებს ერთი ძალადგაპოლიტიკოსებული , ,სახელმწიფო საქმეების გარჩევა-შეფასება გართობად რომ გაუხდია იმის ნაცვლად, მიტოვებულ სოფელში ხვნა-თესვის სამუშაოებით იყოს დაკავებული...., სახლის წინ , მთელი დღე უსაქმოდ ყოფნისგან ფეხებდაბუჟებულს ენა არ უგვალავს , ვალდებულს გხდის, მისი ,,სიბრძნის’’ თანაზიარი გახდე....თანაც რამდენია ასეთი ,,გენიოსი’’...
ივანიშვილისგან 90- იანი წლებიდან შიმშილს გადარჩენითა ერთი ნაწილის გულიც ვერ გათბა და მის სიძულვილში გაითანგა .ახლა, ამდენი წლის შემდეგ შემცირდა დასახმარებელთა სია და ატყდა გნიასი...რატომ ეხმარებაო, ეს მედლის ერთი მხარე იყო, ახლა რატომ არ ეხმარებაო, მედლის მეორე მხარე გახდა. მოკლედ, წაღმა--უკუღმა ტრიალში აირია მონასტერი, აკეთებ-რატომ?!...არ აკეთებ--რატომ?!...
ასე იქცა უზარმაზარ ცირკის არენად საქართველო...
საკმაოდ მძიმეა ბიძინა ივანიშვილის ცოდვა-შეცდომათა ყულაბაც., პანდორას ყუთის ანალოგი.
თავსმოხვეული კოჰაბიტაცია. ვისაც უნდა ებრძანებინა და ყური აეწია, კოჰაბიტაცია, შერჩევითი სამართალი და დაპირების შეუსრულებლობა მაინც მის კისერზეა.
არაპროფესიონალი, უდიპლომო, არაკომპეტენტური ადამიანების აღზევება და ხალხის კისერზე მოჯდომა. (კიდევ კარგი, ბოლო დროს დასტაბილურდა მთავრობა, თუმცა ქვედა რგოლებში ისევ კატასტროფაა.) სრული უკონტროლობა, ქაოსი, განუკითხაობა ქალაქებსა და რაიონებში...მგლების ხელში ქვეყნის ჩაგდება, ქონების, თანამდებობების თავისნებაზე გადანაწილება, ბიუჯეტის ხვრა, აღებ- მიცემობა, თავიანთ ჭკუაზე მიშვებული მუნიციპალიტეტები.
. ჯიბის გასქელებასა და პირადი საქმეების მოგვარებით დაკავებული მაჟორიტარი დეპუტატების დიდი ნაწილი. პატარ-პატარა, უნიჭო ჩინოვნიკების კორონაცია, პროფესიონალთა იგნორირება, უცოდინარი, უშრომისბიოგრაფიო ხალხით ადგილობრივი თვითმმართველობების დაკომპლექტება. საშინელებათა ამ კიდობანში შეიძლება აქა-იქ იყოს შეპარულ- შერჩენილი პროფესიონალ-ნიჭიერთა ნაწილი, თუმცა ზღვაში წვეთი რას უშველის ამხელა ქაოსს.?!
უცხოელთა მასიური შემოსევა და დამკვიდრება, ქალაქების და სოფლების გაყიდვა მათზე, ( კიდევ კარგი, კორონობას ცოტა შეამცირა ეს პროცესი.)
ბატონი ივანიშვილის ქართულ ცოდვათა ყულაბაში მთავარ ადგილს მარიხუანის პლანტაციების გაშენების სურვილი-მცდელობა იკავებს. რომ არა ერის და ბერის გაერთიანება, ამ უბედურ ქვეყანას ეს სიგიჟე უფსკრულში ჩააქანებდა.
მაინც ვერ გავექეცით ,თეთრ სიკვდილს’’, მაინც დაკანონდა კიდევ ერთი საშინელება, მარიხუანას ლეგალიზების შესახებ კანონი.
ქუდზე კაცს უხმობენ გონიერი ადამიანები იმ ტრაგედიის გამო, რაც ჩვენს თვალწინ ხდება, რასაც თაობები ეწირება. თვალშისაცემია ქუჩაში თვალებჩაწითლებულ, გაბრუებულ ახალგაზრდათა სიმრავლე, მოურიდებლად, ყველგნ , სადაც მოუნდებათ, ,,თეთრი სიკვდილის’’ აგონიით რომ ,,ტკბებიან’’..შემდეგ კი ყველაფერი ადვილდება: წიწილებივით ერთმანეთის ჩაკვლა, ავტომობილებით გიჟური რბოლა და გარდაცვლილთა არანორმალური სტატისტიკა...
ნადგურდება თაობა, ჯიში, გენი...ნადგურდება ქვეყნის იმედი...თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეს კანონი ბერა ივანიშვილის მხარდაჭერილიც იყო.
შუშის სასახლემდე არ აღწევს ალბათ ის კოშმარი, რაშიც ყოველდღიურად ვცხოვრობთ, ჰოდა მე გეტყვით, გადაარჩინეთ თქვენივე ხელით დაღუპული თაობა...
რისთვის და ვისთვის აშენებთ ბატონო ბიძინა ამ ყველაფერს, რისთვის ხარჯავთ მილიონებს?!...რისთვის და ვისთვის ქარგავთ საქართველოს?!...უქართველებო ქართველებისთვის?!....
საზოგადოების ერთ სურვილსაც გაგიზიარებთ, გთხოვენ, ქველმოქმედს, მილიარდები ჩადოთ ნარკომანთა მკურნალობასა და რეაბილიტაციაში. ეს იქნება ყველაზე დიდი, ღირებული ინვესტიცია მსოფლიოში...
ავტორი ნინო ძოწენიძე