,,დღეს გვყავს ყველაზე არაინტელექტუალური, ყველაზე არაპოლიტიკური პარლამენტი. ტრაგიკულად საინტერესო წინასაარჩწევნო კამპანია გველოდება’’-ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
როდის იყო ქართული პარლამენტი უკეთესი?! უბედურება კი ის არის, რომ უარეს შორის უარესიც არსებობს.
აბსურდამდე მისული სანახაობები, იაფფასიანი პოლიტიკური შოუები, ტაკიმასხარობა, ღლიცინი, მთვლემარე პოზაში მხართეძოზე წამოწოლა, ლანძღვა-გინება, მუშტი კრივი, 30-მდე ქრონიკულად მდუმარე დეპუტატი.(არც არავის რომ ახსოვს მათი არსებობა), ბოიკოტის რეჟიმის აპელირებით თითქმის მუდმივად ცარიელი დარბაზი, და ა.შ. შთამბეჭდავია...
გაიფურჩქნენ პარლამენტარები,( ერთეულ კეთილსინდისიერებთან ბოდიში.) აჭყვიტინდნენ, აკრიახდნენ, გადაერთვნენ საკუთარ აღებ- მიცემობაზე, ჯიბის გასქელებაზე , საქმეები ჩაწყობაზე, ჩლუნგი ახლობლების აღზევებაზე, უტვინო კადრების ლობირებაზე, ერთი სიტყვით, ქვეყნის დანგრევის მცდელობაზე.
რა კარგი ყოფილა პარლამენტარობა?!...საამური და მიმზიდველი!.
ერთი ადგილის ქექვაში, ხელის აწევ-დაწევაში, ასე არაფერში მოვიდა განცხრომა და საშვილიშვილოდ გამდიდრება. (საინტერესოა, რატომ ეძლევათ ხელფასი მათ, ვინც თითქმის არასდროს ესწრება სხდომებს?!)
ჰოდა იმტვრევენ თავპირს პარლამენტარობისთვის, იმუნიტეტისთვის, ქონების გადარჩენისთვის...
ყველაზე ,,მიმზიდველი’’ ბოიკოტის რეჟიმია...ისეირნე სადაც გინდა, ინებივრე როგორც გინდა, რაც გინდა აკეთე-და აფუჭე. დარბაზში უსაქმურად ჯდომას და მთქნარებას, გარეთ, საამურ ცხოვრებაში ნარნარი არ სჯობია?!...ისიც ქვეყნის და პარტიის სახელით.
საქართველო და ხალხი ვის რაში ადარდებს?!...
ისევ უკვდავ ყვარყვარეს უნდ ადავესესხო, სხვა სიკეთისთვის არ მემეტებიან მზიანი ქვეყნის ,,მზიანი შვილები.:’’ ,,წყვაწყვას ასე უთხარით, იმისთანა ვაჟკაც კაცს, ნაცარქექია რომ შეარქვითქვა, ცოლი არ ათხოვინე და კეტით მიაგდე საშოვარში- ეს მოუწია თქვა-- ასე გადაეცით, სახრჩობელაზე რომ აყავდათ, იქიდან შემოგითვალათ, ძაღლი ჩაგაკვდა მაგ სულში თქვა...’’
ეჰ, ჩემო ყვარყვარე, რას ვიზამთ...კი იმსახურებენ შენი ირიბი მამები ასეთ ‘’ლოცვას’’ ხალხისგან., (რა იცით, როდის გაგასინათლავენ სახრჩობელის თოკს...) მამები, ვინც მაგ პარლამენტში წამოგასკუპათ და ქვეყნის ფეხზე დაკიდების დიდოსტატებად გაქციათ!
ავტორი ნინო ძოწენიძე