2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება ცესკო-მ უკვე გამოსცა. დოკუმენტს ხელს აწერს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.
„2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოწვეულ იქნეს 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე“, – წერია განკარგულებაში.
ქუთაისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა მრავალპარტიულია- "ქართული ოცნება" , "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , "გახარია საქართველოსთვის" და "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი. საკრებულოში 18 დეპუტატი "ქართულ ოცნებას" ეყოლება, 17 კი ოპოზიციას. " მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" 1 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, "გახარია საქართველოსთვის" 2 დეპუტატით, ხოლო 14 წარმომადგენელი "ნაციონალური მოძრაობას"ეყოლება. დეპუტატებს შორის 12 ქალია.
ფოტო არქივიდან.