,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ქუთაისის მერობის კანდიდატი ქუთაისში დარღვევების შესახებ საუბრობს.როგორც ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დილიდანვე მათ დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ, რომლებსაც რეგისტრატორების უკან გაჩერების უფლებას არ აძლევენ. დეკანოიძის შეფასებით, ეს არის ის სქემა, რასაც ,,ქართული ოცნება,, გაყალბებისთვის იყენებს.ამ დროისთვის ეს პრობლემა აღმოფხვრილია.დეკანოიძე მიმართავს 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომ უზრუნველყონ მათი დამკვირვებლების მუშაობა უბანზე.
,,მეშვიდე საარჩევნო უბანზე იყო კარუსელის მცდელობა.მარკირებიანი მოქალაქე ცდილობდა მეორედ შესვლას,ჩვენმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს ფაქტი და ამ ადამიანმა დატოვა უბანი, ეს არის გაყალბების კიდევ ერთი სქემა, რომელსაც იყენებენ ოცნების წარმომადგენლები.40-ე უბანზე ქუთაისში იყო უბანთან ახლოს მდგარი მანქანიდან ფულის დარიგების ფაქტი, ვიდეოც გვაქვს,ეს რეალურად ხდება ბევრგან. მეჩვიდმეტე უბანთან მივიდა მოქალაქე, რომელიც ასევე იყო გადასატან ყუთში.ესეც ერთ ერთი სქემაა გაყალბების.51 და 101 უბნებზე გვერდით ოთახში არიან ,,ქართული ოცნების,, კოორდინატორები, რომლებიც ახდენენ მოქალაქეების აღრიცხვას.ჩვენი დამკვირვებლების ჩარევის შემდეგ ამ ადამიანებმა დატოვეს უბანი.გვაქვს დაფიქსირებული მოსყიდვის ფაქტებიც.-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.