ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 საჩივარი შევიდა როგორც კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი აცხადებს სამივე საჩივარი პროცედურული ხასიათისაა. ქუთაისში არჩევნები ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ქალაქში სულ 153 861 ამომჩეველია რეგისტრირებული. მათგან 7.4% საარჩევნო უბნებზე უკვე გამოცხადდა.
