"ქართული ოცნების" მონუმენტთან ანჯაფარიძის ქუჩაზე"-ამ სათაურით გაავრცელა ფოტო "მესამე ძალა სტრატეგია აღმაშენებლის " ქუთაისის მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ.
აქცია-პერფორმანსი სიმბოლურად მმართველ გუნდს და მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს ეძღვნება.
"ეს მონუმენტი არის სახე თუ როგორ უნიათოდ მუშაობდა ქართული ოცნება და ქალაქის მერი. გარდა იმისა, რომ ორი წელია ვერ დაასრულეს ცრნტრალური ქუჩების რებილიტაციის პროექტები, ვერ ახერხებენ ისეთი მარტივი საქმის გაკეთებას, რასაც დაზიანებული ორმოს ამოვსება ქვია. ანჯაფარიძის ქუჩაზე 2 თვეა არის ორმო. იმისთვის რომ არსებულ ორმოს ავტომობილები და ქვეითად მოსიარულეები არ დაზიანებულიყვნენ მოსახლეობამ თვითომ დადგა ჯებირი. ვინაიდან ცენტრალური ქუჩების მსგავსად დიდი ბანერებით თავს ამ ქუჩაზე არ იწონებენ, ჩვენ გავაფორმეთ მათი მონუმენტი. მოვუწოდებ მოსახლეობას, 2 ოქტომბერს გააკეთონ სწორი არჩევანი, რათა ქალაქი ისევ ორმოში არ აღმოჩნდეს."აღნიშნა ანდრო ლოსაბერიძემ.
ადგილზე ასევე "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებიც იმყოფებოდნენ.