იმერეთში გამოცხადებული ტენდერები:
საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონისა და ბაღდათის ლოკაციებზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ელ.ტენდერში შპს დაგი, სს სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი და ამხანაგობა დბს იღებდნენ მონაწილეობას, გამარჯვებული ეს უკანასკნელი გახდა.
თერჯოლის, ვანისა და ქუთაისის ლოკაციებზე საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტენდერიში მხოლოდ შპს ,,დაგიმ,, მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებულიც ის გახდა.
სამტრედიის, წყალტუბოსა და ხონის ლოკაციებზე საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყივის ელ.ტენდერშიც მხოლოდ შპს ,,დაგი,, იღებდა მონაწილეობას, ხელშეკრულებაც მასთან გაფორმდა.
რა უნდა გაკეთდეს იმერეთში:
ქუთაისი - ფალიაშვილის ქუჩა და ცენტრალური ბულვარი
საჩხერე - ქალაქის ცენტრალური ნაწილი (მუხრან მაჭავარიანის ქუჩა და სხვა)
ჭიათურა - ქალაქის ცენტრალური ნაწილი (9 აპრილის ქუჩა და სხვა)
ხარაგაული - სოლომონ მეფის ქუჩა
ზესტაფონი - დავით აღმაშენებლის ქუჩა
ტყიბული - კოსტავას და გამსახურდიას ქუჩები
თერჯოლა - ქალაქის ცენტრალური უბანი (რუსთაველის ქუჩა)
ბაღდათი - აკაკი წერეთლის და ვაჟა-ფშაველას ქუჩები
ვანი - თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩები
სამტრედია - თამარ მეფის ქუჩა და მიმდებარე სკვერი
ხონი - ჭანტურიას და მოსე ხონელის ქუჩები
წყალტუბო - გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა
ასევე, მომზადდება ქალაქების - ქუთაისის, წყალტუბოს და ვანის ურბანული განახლების დოკუმენტაცია/პროექტები.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2021 წლის 28 აპრილს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 8 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
აღნიშნული ტენდერების მოიცავს დასავლეთ საქართველოს 34 მუნიციპალიტეტს, მათ შორის გვხვდება საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ზესტაფონი, ბაღდათი, ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, ხულო, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, თერჯოლა, ქუთაისი, ვანი, მესტია, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, ფოთი, სამტრედია, წყალტუბო, ხონი, ხობი, სენაკი, აბაშა, ზუგდიდი, ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური და ტყიბული.ტენდერები ჩაიშალა, თუმცა მოგვიანებით თავიდან გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ტენდერის ღირებულება 20 მლნ ლარს შეადგენს.
15 ტენდერიდან 6-ში გამარჯვებული შპს,, საბა კონსტრაქშენი,, გახდა, აქედან 3 შემთხვევაში მას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია.
,, საბა კონსტრაქშენი,, წლების განმავლობაში საკმაოდ ძვირადღირებულ ტენდერებში იმარჯვებდა.
5 შემთხვევაში გამარჯვებული შპს ,,დაგი ,,გახდა, მას კონკურენტი არცერთ ტენდერში არ ჰყოლია.
შპს ,,დაგი “ინფრასტურქტურის მშენებელთა ასოციაციის” წევრია და სახელმწიფო სტრუქტურებთან საკმაოდ ძვირადღირებული ტენდერები აქვს გაფორმებული.