გიორგი გახარიამ მედიას ის მიმართულებები გააცნო,რომლის მიხედვითაც ის და მისი გუნდი ქუთაისის განვითარებას გეგმავს.პირველი,რასაც გახარია ასახელებს, ქუთაისისთვის ინდუსტრიული ქალაქის ფუნქციის აღდგენა და შიდა ეკონომიკის განვითარება,ასევე იმ ადამიანებისთვის ხელის შეწყობაა,რომლებიც ბიზნესის დაწყებას და განვითარებას ქუთაისიდან გეგმავენ.მოძრაობა "საქართველოსთვის"ლიდერი მიიჩნევს,რომ ქუთაისი უნდა გახდეს ტურისტულად უფრო მიმზიდველი და ასევე განვითარდეს,როგორც ლოჯისტიკური ცენტრი.გახარიამ აქცენტი საერთაშორისო უნივერსიტეტზეც გააკეთა და აღნიშნა,რომ "საერთაშორისო დონეზე გამოყოფა ქუთაისის,როგორც საგნამათლებლო ცენტრის, შეუძლია მხოლოდ ახალ უნივერსიტეტს."
"მესმის,რომ პრობლემები ბევრია-პარლამენტი,ინფრასტრუქტურა,სამუშაო ადგილები,სიღარიბე"-განაცხადა გახარიამ.