ადგილობრივი თვითმმართველობში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ,,წევრის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს უპასუხეს.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სატრანსპორტო სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი პროექტების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა, ეს არის წარუმატებელი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან.
პეტრე ადამაძე მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის მნიშვნელობასა და ქალაქისთვის მის საჭიროებაზე საუბრობს.
,,მსოფლიოში არ არსებობს სატრანსპორტო სისტემა, რომელიც არ არის სუფსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან.ეს იყო ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნის მოთხოვნა და დაკვეთა, ქალაქში გვყოლოდა ხარისხიანი სატრანსპორტო სერვისი.შესაბამისად, მსგავსი შემთხვევები, არაობიექტურად წარმოაჩინო რეფორმები, არის წარმატებული პროექტების ნეგატიურ კონტექსტში წარმოცენის მცდელობა,,-აცხადებს პეტრე ადამაძე.
პედრე ადამაძის განცხადება ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სასმახურმა გაავრცელა.გავრცელებულ კომენტარში ადმინისტრაციული სამსხურის უფროსს არაფერი უთქვამს სატრანსპორტო კომპანიისთვის 2 მილიონ 400 ათასი ლარის დამატების შესახებ.